ჰით ენდრიუ ლეჯერი (ინგლ. Heath (Heathcliff) Andrew Ledger)(დ. 4 აპრილი, 1979 გ. 22 იანვარი, 2008) — ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც თამაშობდა როგორც ფილმებში, ასევე სატელევიზიო სერიალებში.

მას შემდეგ, რაც ითამაშა როლები ავსტრალიის ტელევიზიასა და ფილმებში 1990-იანების განმავლობაში, 1998 წელს ლეჯერი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში საკუთარი საფილმო კარიერის გასავითარებლად. მისი კარიერა მოიცავს ცხრამეტ ფილმს, მათ შორის: „ჩემი სიძულვილის ათი მიზეზი“ (1999), „პატრიოტი“ (2000), „მონსტრების წვეულება“ (2001), „რაინდის ისტორია“ (2001), „ნედ კელი“ (2003), „კუზიანი მთა“ (2005) და „ბნელი რაინდი“ (2008).[1] მსახიობობასთან ერთად იყო მუსიკალური ვიდეოების პროდიუსერი და რეჟისორი და ესწრაფოდა, გამხდარიყო კინორეჟისორი.

ენის დელ მარის განსახიერებით ფილმში „კუზიანი მთა“, 2005 წელს ლეჯერმა მიიღო ნიუ-იორკის ფილმის კრიტიკოსთა წრეების ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი“, ხოლო 2006 წელს - „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან და ნომინირებული იყო 2005 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კატეგორიაში „ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“,[3] ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში“.

ჰიტ ლეჯერი / Heath Ledger